რატი იონათამიშვილი - ხმების პარალელური დათვლის გაყალბება უნებლიე შეცდომა არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული ბოროტება საქართველოს, ქართული დემოკრატიისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „სამართლიანი არჩევნების“ მიერ ხმების პარალელური დათვლის გაყალბება უნებლიე შეცდომა არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული ბოროტება საქართველოს, ქართული დემოკრატიისა და ამომრჩევლის წინააღმდეგ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ხმების პარალელური დათვლის გაყალბებას კონკრეტული მიზნების ჰქონდა.
„გაყალბებას კონკრეტული მიზნები ჰქონდა. ეს მიზნები იყო საქართველოში ხელოვნურად კრიზისის შექმნა, რასაც საბოლოო ჯამში ძალადობრივი პროცესები და არეულობა უნდა გამოეწვია. უფრო შემაშფოთებელია ის, რომ ეს ინფორმაცია იცოდა დონორმა ორგანიზაციამ და მას თუნდაც ამ ორგანიზაციის მიმართ პროპორციული გადაწყვეტილებები უნდა მიეღო. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ გადაწყვეტილებებს ადგილი არ ჰქონია და ამაზე პასუხის გაცემა საზოგადოების წინაშე აუცილებელია“, – განაცხადა იონათამიშვილმა.