რატი იონათამიშვილი - ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საპარლამენტო არჩევნების სამართლიანობასა და გამჭვირვალობას ხელი შეუშალოს.
ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებების მესამე მოსმენით დამტკიცებას გამოეხმაურა. მისი თქმით, პროექტის მიზანია, ამომრჩევლის ხმის უფლება დაიცვას და არაკეთილსინდისიერი გზით, ამომრჩეველზე ზეგავლენა ვერავინ მოახდინოს.
დეპუტატის განცხადბეით, საპარლამენტო ოპოზიციამ პლენარულ სხდომაზე მისვლა და ოპონირების გაწევა არ იკადრა.
„2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ერთ მხარეს „ქართული ოცნებაა“, რომელსაც საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვა სურს, მეორე მხარეს – რადიკალური ოპოზიციაა, რომელიც ისევ ცდილობს აქცენტის გაკეთებას აგრესიაზე, სიძულვილის ენაზე, პროვოცირებასა და დაძაბულობაზე, თუმცა მსგავსი სტრატეგია ვეღარ იმუშავებს“, – განაცხადა იონათამიშვილმა.