რატი იონათამიშვილი - „ხალხის ძალამ“ ორი ინიციატივა შემოიტანა, ამას ეძახიან „რუსულ კანონს“, ტყუილია „რუსულიც“ და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც, სწორია ამერიკული და სწორია კანონის პროექტები
რატი იონათამიშვილი - „ხალხის ძალამ“ ორი ინიციატივა შემოიტანა, ამას ეძახიან „რუსულ კანონს“, ტყუილია „რუსულიც“ და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც, სწორია ამერიკული და სწორია კანონის პროექტები

„ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში სამ დოკუმენტს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მათგან პირველი არის ამერიკაში მოქმედი კანონი ინგლისურ ენაზე, მეორე – ამერიკაში მოქმედი კანონი ქართულ ენაზე, ხოლო მესამე ამერიკაში მოქმედი კანონის გაცილებით ლიბერალური ვერსიაა.

„ეს ორი ინიციატივა შემოიტანა „ხალხის ძალამ“ კანონის პროექტების სახით. ამას ეძახიან „რუსულ კანონს“, სინამდვილეში, „რუსულიც“ ტყუილია და კანონის მხოლობითში მოხსენიებაც.

სწორია ამერიკული და სწორია კანონის პროექტები და მსგავს საკითხებზე, EPP-ის ინიციატივით, ინკლუზიური დისკუსია მიმდინარეობს ევროკავშირშიც.

აი, ამ დონის ფეიკზე დგას არა მხოლოდ ომის პარტია, არამედ ის მდიდარი ენჯეოები, რომლებსაც მოსწონთ, „გავლენიანს“ რომ უწოდებენ და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს მიიჩნევენ მეორეხარისხოვნებად“, – წერს რატი იონათამიშვილი.