რატი იონათამიშვილი - ირაკლი შოთაძე პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია, ვინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან
ირაკლი შოთაძე პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანია, ვინმე თუ გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური აღარაფერი იქნება ოპოზიციის მხრიდან, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, შოთაძის გადადგომის მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა.
„ირაკლი შოთაძე არის პროფესიონალი და პატრიოტი ადამიანი. თანამდებობიდან გადადგომის მიზეზებზე თავად ისაუბრა, რაც დაკავშირებულია ჯანმრთელობის გაუარესებასთან. მას მხოლოდ ჯანმრთელად ყოფნა უნდა ვუსურვოთ. თუ ვინმე გაბედავს პოლიტიკურ სპეკულაციებს, ამაზე ამორალური საქციელი არაფერი აღარ იქნება ოპოზიციის მხრიდან. შესაბამისად, მათი განცხადებები მათსავე სინდისზე იყოს“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
ცნობისთვის, დღეს ირაკლი შოთაძემ განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც იგი საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტოვებს.