რატი იონათამიშვილი - გიდასტურებთ, 24 იანვარს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები
რატი იონათამიშვილი - გიდასტურებთ, 24 იანვარს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, პირველ თებერვალს გაიმართება პარტიის ყრილობა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები

გიდასტურებთ, 24 იანვარს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, პირველ თებერვალს კი გაიმართება პარტიის ყრილობა, რომლის შემდეგაც გახდება ცნობილი დეტალები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილის თქმით, საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, დღეს „ქართული ოცნება“ ისტორიულ მაქსიმუმზეა.

„გიდასტურებთ, 24 იანვარს ჩატარდა პოლიტსაბჭოს სხდომა, ასევე შემიძლია, დაგიდასტუროთ, რომ პირველ თებერვალს გაიმართება ჩვენი პარტიის ყრილობა. რაც შეეხება უშუალოდ დეტალებს, უპრიანი იქნება, დაველოდოთ პარტიის ყრილობას, რომელიც რამდენიმე დღეში გაიმართება. ცხადია, ყრილობის შემდეგ იქნება დეტალები ცნობილი საზოგადოებისთვის. რაც შეეხება საარჩევნო წელს, ფაქტია, საზოგადოების მხარდაჭერის მხრივ, დღეს „ქართული ოცნება“ არის ისტორიულ მაქსიმუმზე. ეს განპირობებულია იმ პასუხისმგებლიანი დამოკიდებულებით, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეების მიმართ გვაქვს. შესაბამისად, ვფიქრობ, არჩევნებამდე მხარდაჭერა მეტად გაიზრდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე იქნება წარდგენილი, ირაკლი ღარიბაშვილი კი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას დაიკავებს.