რატი იონათამიშვილი - გენდერული საბჭოს დისკრედიტაცია არავის გამოუვა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, გენდერული საბჭოს მიმართ ხელების გაშვერა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ მისი დისკრედიტაცია მოხდეს, რაც არავის გამოუვა.
ჟურნალისტებთან საუბარში რატი იონათამიშვილი ლევან გოგიჩაიშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი განცხადება მოულოდნელი იყო.
„თუ ქვეყნაში გენდერულ საკითხებზე ეფექტურად ვინმე მუშაობს, ეს გენდერული საბჭოა თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით, რასაც საერთაშორისო პარტნიორები და ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები ადასტურებენ. გენდერული საბჭო ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველ ფარული კადრების გავრცელებას გამოეხმაურა და დაგმო, რაც სწორი გადაწყვეტილება იყო”, – განაცხადა იონათამიშვილმა.
დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა დღეს განაცხადა, რომ გამქრალია გენდერული საბჭო. „საბჭო უნდა იყოს აქტიური, რადგან უნდა იცავდეს ქალთა უფლებებს, მაგრამ როცა საქმე პოლიტიკას ეხება, უკვე აღარ არსებობს ეს საბჭო“, – აღნიშნა გოგიჩაიშვილმა.