რატი იონათამიშვილი - გასული საუკუნის 80-იანი წლები რომ იყოს, კოლექტიური კუბილიუსები იმავე წარმატებით მოითხოვდნენ როდიონივის გაყვანას ჰუმანიტარული მიზნებით
რატი იონათამიშვილი - გასული საუკუნის 80-იანი წლები რომ იყოს, კოლექტიური კუბილიუსები იმავე წარმატებით მოითხოვდნენ როდიონივის გაყვანას ჰუმანიტარული მიზნებით

გასული საუკუნის 80-იანი წლები რომ იყოს, კოლექტიური კუბილიუსები იმავე წარმატებით მოითხოვდნენ როდიონივის გაყვანას ჰუმანიტარული მიზნებით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტის მიერ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციაზე.

როგორც მან აღნიშნა, არ შეიძლება, უსამართლობა, უკანონობა და დანაშაული კანონდებოდეს ისეთი მაღალი ლეგიტიმაციის ორგანოდან, როგორიც არის ევროპარლამენტი.

„აუცილებელი იქნება გამოკვლევა რაიმე სახის პირადი, მათ შორის კორუფციული ინტერესების. ეს ადამიანები გლობალური ომის პარტიის წევრები არიან და, სინამდვილეში, მათ შეიძლება, ჩვენზე უკეთ იცოდნენ და მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ სააკაშვილის კრიმინალურ ისტორიაზე, მაგრამ მას უჭერენ მხარს. რეალურად, ისინი ამ ადამიანს ინსტრუმენტად იყენებენ, რათა საქართველოში არეულობა მოხდეს და სააკაშვილს მიიჩნევენ, როგორც ამ არეულობის სცენარში გადამწყვეტი როლის მქონეს. ვხედავთ, არაერთი ევროპარლამენტარი კორუფციულ სკანდალში გაეხვა და როცა კრიმინალური ჯგუფის მიმართ ასეთი არაჯანსაღი მხარდაჭერაა, გონივრული ეჭვია, აქ იყოს სხვა სახის კორუფციული დაინტერესება“, – განაცხადა იონათამიშვილმა.