რატი იონათამიშვილი - გაერო-ს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები
რატი იონათამიშვილი - გაერო-ს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები

გაერო-ს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, სახელმწიფოს მხრიდან არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მათი დამოუკიდებლობის შეზღუდვას არ უკავშირდება.

„ოპოზიციისგან ისეთი უგუნური კომენტარები მოვისმინეთ, რომ მათ წარმოდგენა და ცოდნა არ აქვთ არც ევროპულ ქვეყნებში არსებული სისტემების და არც საერთაშორისო ხელშეკრულებების, თუნდაც გაერო-ს პირდაპირი რეკომენდაციების შესახებ. მაგალითად, გაერო-ს კომიტეტი შშმ პირების მიმართულებით სახელმწიფოებს პირდაპირ მოუწოდებს, რომ მესამე პირის გარეშე დააფინანსონ არასამთავრობო ორგანიზაციები და სახელმწიფოს მხრიდან მათი დაფინანსება არანაირად არ არის კავშირში დამოუკიდებლობის შეზღუდვასთან. პირიქით, დამოუკიდებლობის გარანტიებს იძლევა. ისინი ამ განცხადებებით უპირისპირდებიან გაერო-ს კონვენციებს, კომიტეტებს და დემოკრატიულ ქვეყნებში არსებულ სისტემებს. აქედანაც ჩანს, ოპოზიციაში როგორი თვალთმაქცები, ფარისევლები და უცოდინრები არიან“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.