რატი იონათამიშვილი - ევროპული სასამართლოს შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასამართლებს FARA, საინტერესოა, რომ მთელი ამ ფალსიფიკაციის უკან იდგა სააკაშვილის ოჯახის მიერ გადახდილი თანხა
ევროპული სასამართლოს შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასამართლებს FARA , მთელი ამ ფალსიფიკაციის უკან იდგა სააკაშვილის ოჯახის მიერ გადახდილი თანხა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ევროპული სასამართლოს შემდეგ „ნაციონალურ მოძრაობას“ ასამართლებს ამერიკული FARA და აქ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ მთელი ამ ფალსიფიკაციისა და საქართველოს მიმართ წარმოებული ჰიბრიდული ომის უკან იდგა სააკაშვილის ოჯახის მიერ გადახდილი თანხა. მაგ დროს, მათ შორის ცალკეულ ევროპარლამენტარებს მხოლოდ ის ინტერესი ჰქონდათ, რაც აკავშირებდათ ლობისტურ კომპანიასთან და, შესაბამისად, სააკაშვილის ოჯახის და გარემოცვის მხრიდან გადახდილ მილიონობით დოლართან. ჩვენ ვიცით, თავის დროზე სააკაშვილის ქონება დაგროვდა სწორედ საქართველოდან ნაძარცვი თანხით ჩვენი მოქალაქეებიდან და ბიუჯეტიდან ნაძარცვი რეკეტით მიღწეული თანხით. აი, ამის შემდეგ ვფიქრობ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმ ცალკეულ აქტორებში, ვინც ჩვენ ქვეყანას ებრძოდა, აუცილებლად ვალდებულები არიან, გააკეთონ დამატებითი კომენტარები და აიღონ პასუხისმგებლობა ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გიული ალასანიასა და მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიებისა და მათი საქმიანობის შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. დოკუმენტებით დგინდება, რომ ლობისტურმა კომპანიებმა „აკერმანმა“ (Akerman) და „ჯიპი ინთერნეშენალმა“ (GP International) ექვსთვიანი საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა სახის აქტივობები განახორციელეს, რომლებიც შეეხება ევროპარლამენტის რეზოლუციებს, სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის მცდელობას, აგრეთვე პოლონელ ექიმებს.