რატი იონათამიშვილი - „ევროპული საქართველო“ მალე ალბათ პოლიტიკიდანაც გაიქცევა
„ევროპული საქართველო“ მალე ალბათ პოლიტიკიდანაც გაიქცევა, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ევროპული საქართველოს“ მიერ უწყებათაშორისი კომისიის დატოვებას.
იონათამიშვილის განცხადებით, აღნიშნული პარტიის წევრები ვერ ართმევენ იმ ვალდებულებებს თავს, რაც სხვადასხვა ფორმატში აკისრიათ.
„საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ პოლიტიკური პარტიის წევრები ხან საპარლამენტო კომიტეტებს ტოვებენ, ხან სასესიო სხდომებს ტოვებენ და სხდომათა დარბაზიდან გარბიან. ახლა განაცხადეს, რომ უწყებათაშორის კომისიასაც ტოვებენ. ვფიქრობ, მათთვის იქნება უკეთესინ საკუთარ თავში ეძებონ ამის მიზეზები. თვითონ ვერ ართმევენ თავს ვერცერთ ფორმატში, იმ ვალდებულებებს, რომელიც აქვთ და ეს არის მიზეზი იმის, რომ ისინი ყველა სივრციდან გარბიან, სადაც კი შეიძლება, ნებისმიერმა გაერთიანებამ საკუთარი წვლილი შეიტანოს. როგორც ჩანს, ეს დინამიკა გაგრძელდება და ისინი მალე ალბათ, საერთოდ პოლიტიკიდანაც გაიქცევიან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.