რატი იონათამიშვილი - ევროკავშირში გაწევრიანება ყველა პოლიტიკურ ამოცანაზე მაღლა დგას, „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგიერთი ევროპარლამენტარი ასეთი მიზნების სუბიექტური ამოცანისთვის გამოყენებას ცდილობენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ყველა პოლიტიკურ ამოცანაზე მაღლა დგას და სამწუხაროა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და კუბილიუსის სახით, ცალკეული ევროპარლამენტარები ცდილობენ, ასეთი მაღალი მიზნები პირადი პოლიტიკური და სუბიექტური ამოცანებისთვის გამოიყენონ.
მისივე თქმით, კომიტეტზე განხილულ ტექსტში რიგი მიმართულება შერბილებული იყო, თუმცა რჩება ისეთი ჩანაწერები, რომლებიც საქართველოს მოსახლეობაში სამართლიანად იწვევს უსამართლობის შეგძნებას.
„ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას დეკემბრისთვის, როცა სესიაზე უნდა მოხდეს ამ მოხსენების მიღება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს შესახებ სვენ მიქსერის ყოველწლიური ანგარიში კომპრომისული შესწორებებით მიიღო.