რატი იონათამიშვილი - დღევანდელი დღე არის მაგალითი, როგორი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა
ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
როგორც რატი იონათამიშვილმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის პარლამენტში წარდგენილი მოხსენებით, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდა ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლის უმეტესობა უპრეცედენტოა.
„პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ საგაზაფხულო სესიაზე, ახალი რეგლამენტის მიხედვით ძალიან მნიშვნელოვან პრეცედენტებს ეყრება საფუძველი და მოხარული ვარ, რომ ამაში თითოეული ჩვენგანი ვმონაწილეობთ. დღევანდელი დღეც იმის მაგალითია, თუ როგორი პასუხისმგებლობით გამოირჩევა ჩვენი მთავრობა. ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ წარმოდგენილი დღევანდელი ანგარიში ძალიან საქმიანი და ინფორმაციული იყო. მოხარული ვარ, რომ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიეწოდება ინფორმაცია იმ პროექტების შესახებ, რომლის უმეტესობა, ვიტყოდი, უპრეცედენტო და ისტორიულია“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
მაია ცქიტიშვილს საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ფორმატის – „მინისტრის საათის“ ფარგლებში უსმენენ.