რატი იონათამიშვილი - დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც დეზინფორმაციას ირჩევს და არა გამჭვირვალობას
რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა ოპოზიციისა და ენჯეოსექტორის მიერ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით დაწყებული დეზინფორმაციული კამპანიის კომენტირებისას.
მისი თქმით, დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერია, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალობას.
„რადიკალური ოპოზიცია უკვე სასტიკად არის დამარცხებული, ვინაიდან გამჭვირვალობას მათ დაუპირისპირეს დეზინფორმაცია. დეზინფორმაციაზე მეტად რუსული არაფერი არ არის, შესაბამისად, ჩვენ გვყავს რუსული რადიკალური ოპოზიცია, რომელიც ირჩევს დეზინფორმაციას და არა გამჭვირვალობას. არავის აღარ უნდა გაუკვირდეს, 2024-ის არჩევნები თუ მათთვის ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.