რატი იონათამიშვილი - ჩვენთვის თავიდანვე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ხელმოცარული ოპოზიცია საერთო კანდიდატებს დააყენებდა თუ არა
ჩვენთვის თავიდანვე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ხელმოცარული ოპოზიცია საერთო კანდიდატებს დააყენებდა თუ არა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე რატი იონათამიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია შეეგუა, რომ „ქართულ ოცნებას“ უპირატესობა აქვს და კონკურენტებად მხოლოდ ერთმანეთს აღიქვამენ.
„ჩვენთვის თავიდანვე არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ეს ხელმოცარული ოპოზიცია საერთო კანდიდატებს დააყენებდა და თუ არა, ვინაიდან შედეგი იქნებოდა ერთი და იგივე, მაგრამ ის, თუ როგორ იქცევიან ისინი და რასაც ხედავთ დღეს, ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ისინი ერთმანეთს აღიქვამენ კონკურენტებად. როგორც ჩანს ოპოზიცია შეეგუა, რომ „ქართული ოცნებას“ მათთან შედარებით ძალიან დიდი და დამაჯერებელი უპირატესობა აქვს, ამიტომ ერთმანეთს უწევენ ახლა კონკურენციას, ერთმანეთს ებრძვიან და ერთმანეთის ხმებზე აქვთ ძირითადი ფოკუსი გაკეთებული.
ვფიქრობ, რომ უმეტეს სამაჟორიტარო ოლქში ჩვენ პირველ ტურშივე მოვიპოვებთ დამაჯერებელ გამარჯვებას. შესაძლოა, ცალკეულ უბნებში გაიმართოს მეორე ტური, ეს დემოკრატიის ნაწილია და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის, მაგრამ მეორე ტურში ჩვენი გუნდის კანდიდატების კიდევ უფრო ძლიერი გამარჯვება იქნება “, – განაცხადა იონათამიშვილმა.