რატი იონათამიშვილი - ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ამ თვალსაზრისით ჩვენი მთავარი პარტნიორის პოზიცია ობიექტური და სამართლიანია
რატი იონათამიშვილი - ჩვენი ქვეყანა შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, ამ თვალსაზრისით ჩვენი მთავარი პარტნიორის პოზიცია ობიექტური და სამართლიანია

ჩვენი ქვეყანა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

რატი იონათამიშვილი გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩობის კანდიდატის განცხადებას, რომელშიც რობინ დანიგანი ამბობს: ქართველებმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს უკრაინის მხარდასაჭერად, საქართველომ გაგზავნა ენერგეტიკული აღჭურვილობა, მიიღო ათასობით უკრაინელი ლტოლვილი.

„ფაქტია, რომ ჩვენი ქვეყანა თავისი შესაძლებლობების ფარგლებში აკეთებს მაქსიმუმს უკრაინის მხარდასაჭერად. ამის აღიარება და დანახვა მხოლოდ იმ ძალებს არ უნდათ, ვისაც საპირისპირო მიზნები და ამოცანები გააჩნიათ ჩვენს ქვეყანაში. ამ თვალსაზრისით, ჩვენი მთავარი პარტნიორის პოზიცია არის ობიექტური და სამართლიანი“, – განაცხადა იონათამიშვილმა.