რატი იონათამიშვილი - ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატული მმართველობის დამარცხება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა
ბიძინა ივანიშვილმა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი განვითარებული, ევროპული სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როდესაც ზუსტად იცოდა, რომ როგორც თავად, ისე მისი უახლოესი ადამიანები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თუმცა, ქვეყნის გადასარჩენად მაშინ ასე იყო საჭირო,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს.
მისივე თქმით, ამავდროულად, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გამარჯვებული გავიდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ ახლა უკვე მესამე ვადით მიიღო საზოგადოების ფართო მხარდაჭერა.
„ბიძინა ივანიშვილმა, არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი განვითარებული, ევროპული სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგა – პოლიტიკაში მაშინ შემოვიდა, როდესაც ზუსტად იცოდა, რომ როგორც თავად, ისე მისი უახლოესი ადამიანები უდიდესი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდნენ, თუმცა, ქვეყნის გადასარჩენად მაშინ ასე იყო საჭირო. მეორე მხრივ, პოლიტიკიდან გამარჯვებული გავიდა, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მესამე ვადით მიიღო საზოგადოების ფართო მხარდაჭერა. ამ გამარჯვებაში მისი როლი უდიდესი მნიშვნელობისაა.
მისი დამსახურება ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის მიმართ ძალიან დიდია. ბიძინა ივანიშვილმა უმოკლეს დროში შეძლო ავტოკრატული მმართველობის დამარცხება და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს მშენებლობისთვის მყარი საფუძვლების შექმნა.
ფაქტია, რომ დღეს საქართველო ყველაზე ახლოს არის ევროპასთან და ევროატლანტიკურ ზონაში ინტეგრაციასთან, რაც პირველ რიგში, მის მიერ დაწყებული რეფორმების დამსახურებაა.
რაც შეეხება ჩვენს გუნდს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ მხოლოდ „ქართული ოცნება“ არის ის პარტია, რომელსაც შეუძლია განახლება და განვითარება. ჩვენ გვაქვს მყარი ერთობა და კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სამსახურში ყოფნას“, – წერს იონათამიშვილი.
🔵🇬🇪 ბიძინა ივანიშვილმა, არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ ბევრი განვითარებული, ევროპული სახელმწიფოსთვის უპრეცედენტო…
Posted by რატი იონათამიშვილი / Rati Ionatamishvili on Monday, January 11, 2021
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ღია წერილი გამოაქვეყნა.