რატი იონათამიშვილი - არჩევანის გაკეთება ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა, ბიძინა ივანიშვილის გზავნილები არის ზუსტად ის, რაც ადარდებს მოსახლეობას, ქვეყნის მშვიდობა, ღირსეული წინსვლა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, 26 ოქტომბრის არჩევნები ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნებია და არჩევანის გაკეთება ასე მარტივი არასდროს ყოფილა.
„ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებული გზავნილები არის ზუსტად ის, რაც ადარდებს მოსახლეობას – ქვეყნის მშვიდობა, ღირსეული წინსვლა და მტრის დამარცხება“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.
რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, იონათამიშვილის თქმით, ივანიშვილთან დაკავშირებით უსაფრთხოების ზომები, რა თქმა უნდა, მიღებული იქნება.
„რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოებას, ეს ადამიანი არის მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი. რა თქმა უნდა, მისი უსაფრთხოება ნიშნავს, რომ ქვეყანაში უზრუნველყოფილი იქნება მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოების ზომები მიღებული იქნება. ვისაც ეს არ მოსწონს, ის ამბობს, რომ არ უნდა, საქართველოში მშვიდობა და კეთილდღეობა იყოს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს მოაწერს ხელს, რომ ქვეყანა გაანადგუროს. ისინი საკუთარი რეაქციებით საკუთარი თავების ლუსტრაციას ახდენენ“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.