რატი იონათამიშვილი - არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა, რომლის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნებში წარმატების რესურსი ჰქონდეს
ვფიქრობ, სამართლიანობის დაცვა მოითხოვს, რომ განურჩევლად ჩვენი სოციალური და პოლიტიკური სტატუსისა, ვინც ჩადის დანაშაულს, მან პროპორციულად და სამართლიანად პასუხი აგოს ამ დანაშაულის ჩადენის გამო, – ამის შესახებ ფრაქციის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, არ არსებობს არც საარჩევნო სისტემა, არც ისეთი ფორმულა ბუნებაში, რომლის პირობებში „ნაციონალურ მოძრაობას“ რაიმე სახის წარმატების მიღწევის რესურსი ჰქონდეთ არჩევნებში.
„საბოლოოდ, საზოგადოება არჩევნების გზით აკანონებს სამართლიანობას, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მოსახლეობა წერტილს დაუსვამს ამ დისკუსიებს და მკაფიოდ გამოჩნდება თუ ვინ იმსახურებს საზოგადოების მხარდაჭერას და ვინ ემსახურება მხოლოდ საკუთარ მერკანტილურ ინტერესებს“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.