რატი იონათამიშვილი - ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას მივესალმებით, მოლოდინი გვაქვს, რომ პარტნიორული ურთიერთობები უფრო განვითარდება
რატი იონათამიშვილი - ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას მივესალმებით, მოლოდინი გვაქვს, რომ პარტნიორული ურთიერთობები უფრო განვითარდება

პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას მიესალმება.

„დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდეს. მსგავსი მოლოდინია საზოგადოებაშიც. ქვეყნებს შორის პარტნიორობის განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანია დიპლომატიური მისიების აქტიური მუშაობა. შესაბამისად, პოზიტიური მოლოდინი გვაქვს, რომ საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორული ურთიერთობები კიდევ უფრო განვითარდება“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.