რატი იონათამიშვილი - ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში არ უნდა იყოს დაშვებული ისეთი შეცდომები, რაც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში და 2008 წელს გვქონდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი აცხადებს, რომ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებში შეცდომები არ უნდა იყოს დაშვებული.
„არ უნდა იყოს დაშვებული ისეთი შეცდომები, რაც, სამწუხაროდ, 90-იან წლებში და 2008 წელს გვქონდა, როცა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და თავისუფლებისკენ სწრაფვა არ იქნა სათანადოდ შეფასებული, რამაც ოკუპაცია გამოიწვია და წაახალისა რუსეთი. ეს საკითხები აღიარებულია, როგორც შეცდომები, რაც დაშვებული იქნა“, – აღნიშნა იონათამიშვილმა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების კომენტირებისას.
ამასთან, იონათამიშვილის თქმით, უსამართლო გადაწყვეტილებები კონტრპროდუქტიული იქნება და შედეგს ვერასდროს მოიტანს.
„ვინმეს თუ ჰგონია, რომ სანქციები მუხტს აწევს და აქ რაიმე პროცესებს განავითარებს, არასწორია. შეცდომების დაშვების უფლება ჩვენს პარტნიორებს არ აქვთ“, – განუცხადა იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.