რატი იონათამიშვილი - ახალი რეგლამენტით ოპოზიციას ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა აქვს, მისი გამოუყენებლობა დაკავშირებულია არაკომპეტენტურობასთან
რატი იონათამიშვილი - ახალი რეგლამენტით ოპოზიციას ზედამხედველობის სრული შესაძლებლობა აქვს, მისი გამოუყენებლობა დაკავშირებულია არაკომპეტენტურობასთან

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, როცა არასამთავრობო ორგანიზაცია საკანონმდებლო საქმიანობაზე ანგარიშებს აკეთებს, კვლევა უფრო დიდი ყურადღებით უნდა ჩაატაროს, რადგან „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ანგარიში გარკვეულ უზუსტობებს შეიცავს.

როგორც ჟურნალისტებს იონათამიშვილმა განუცხადა, პანდემიის პირობებში პარლამენტი საკმაოდ აქტიურად მუშაობდა, მათ შორის მაჟორიტარულ ბიუროებში.

„ამ თვალსაზრისით დატვირთული იყო მუშაობა. რაც შეეხება ოპოზიციას, საპარლამენტო ბერკეტებს ვერ გამოიყენებ, თუ უარს იტყვი იმ პასუხიმგებლობის აღებაზე, რასაც პარლამენტის წევრობა ჰქვია. ახალი რეგლამენტით, ოპოზიციას სრული შესაძლებლობა აქვს იმის, რომ ზედამხედველობა განხორციელდეს. თუ ამას ვინმე ვერ იყენებს, ეს დაკავშირებულია მის არაკომპეტენტურობასთან, ან უპასუხისმგებლობასთან“, – განაცხადა იონათამიშვილმა.