რატი იონათამიშვილი - 9 აპრილს აქციას მართავს ყველაზე არაევროპული ძალა, რაც ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს აქციის გამართვა ქვეყნის შეურაცხყოფაა.
მისივე თქმით, უხერხულია, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ რეკომენდაციების შესრულებაზე აპელირებს იმ ფონზე, როდესაც თავად ამისთვის არაფერი გაუკეთებია.
„„ნაციონალური მოძრაობის“ სავიზიტო ბარათი არის ფარისევლობა და ხელოვნურობა. 9 აპრილს აქციას მართავს ყველაზე არაევროპული ძალა, რაც ჩვენი ქვეყნის შეურაცხყოფაა. ძალიან უხერხულია, როდესაც 12 პუნქტზე აპელირებს, თავად კი ამის შესრულებისთვის არაფერი გაუკეთებია. მსგავსი აქციები ჩაატარონ, რათა მოხდეს ლუსტრაცია, რომ ამ მარგინალებს საკუთარმა მხარდამჭერებმაც კი აქციეს ზურგი“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.