რატი იონათამიშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო, საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, ახლა თუ უნდათ, წერილები წერონ, როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის ხვედრი
რატი იონათამიშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო, საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი გააკეთა, ახლა თუ უნდათ, წერილები წერონ, როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის ხვედრი

26 ოქტომბრის არჩევნები კონკურენტუნარიანი და სამართლიანი იყო. ვინც ცდილობს, სიმართლეს არ გაუსწოროს თვალი, ეს მეტად დამღუპველი იქნება ნებისმიერი აქტორისთვის. ახლა თუ უნდათ, წერილები წერონ. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის ხვედრი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

იონათამიშვილმა კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ერთობლივ მიმართვაზე, რომლითაც ისინი აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის ლიდერებს მოუწოდებენ, „მიიღონ ყველა შესაძლო ზომა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის ნების გამოხატვის დასაცავად“.

„ეს ადამიანები სასოწარკვეთილი არიან, მათ 26 ოქტომბერს ძალიან მტკივნეული მარცხი იწვნიეს. ვხედავთ, როგორ პოლიტიკურ აგონიაში იმყოფებიან. საქართველოში არჩევნები შედგა, რომელიც იყო კონკურენტუნარიანი და სამართლიანი. საზოგადოებამ საკუთარი არჩევანი გააკეთა. ვინც ცდილობს, რომ თვალი სიმართლეს არ გაუსწოროს, ეს კიდევ უფრო მეტად დამღუპველი იქნება ნებისმიერი აქტორისთვის. ახლა თუ უნდათ, წერილები წერონ. როგორც ჩანს, ეს არის აგენტურის ხვედრი“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.