რატი იონათამიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი, როგორც შშმ პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღებთა სამუშაო პროცესი ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებები
მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები პირები, არ ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ შშმ პირთა პოლიტიკაზე და სამუშაო პროცესები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებები, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრი, რატი იონათამიშვილი გაერო-ში CRDP COSP-ის პანელურ დისკუსიაზე გამოსვლასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
გაერო-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის ხელმომწერი სახელმწიფოების მე-16 სესია პანელური დისკუსიით დაიხურა, რომელზეც ერთ-ერთი მომხსენებელი რატი იონათამიშვილი იყო.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დეპუტატის გამოცდილების შესახებ: მე აქტიურად ვმონაწილეობდი სხვადასხვა დებატსა და პროცესში, რაც ირიბად დამეხმარა ცნობიერების ამაღლებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმღები პირები, არ ვიყოთ ფოკუსირებული მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პოლიტიკაზე და რომ ჩვენი სამუშაო პროცესები ისეთივე მრავალფეროვანი იყოს, როგორც ჩვენი საჭიროებები“, – წერს რატი იონათამიშვილი.
ამასთან, პარლამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროპარლამენტი პირველად იყო გაერო-ში CRDP COSP-ის პანელური დისკუსიის ორგანიზატორი და ამ ფორმატში, საქართველოს პარლამენტის, როგორც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინე ქვეყნის ჩართულობა საგანგებოდ აღინიშნა.
„პანელურ დისკუსიაზე ეროვნულ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის საკითხებთან დაკავშირებული პოლიტიკის შემქმნელებმა მოსაზრებები გაცვალეს იმის შესახებ, როგორ გააუმჯობესონ კანონშემოქმედება და შშმ პირთა უფლებები პოლიტიკის ყველა სფეროში, ეფექტური საპარლამენტო პოლიტიკისა და სტრუქტურების მეშვეობით.
რატი იონათამიშვილმა სიტყვით გამოსვლისას, საქართველოში არსებულ საპარლამენტო ზედამხედველობისა და კანონშემოქმედებითი პროცესების გამოცდილებაზე ისაუბრა. სხდომაზე, შშმ პირთა სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირების თვალსაზრისით, საქართველოს პარლამენტის როლი დადებითად შეფასდა. კანონმდებლები და შშმ პირთა წარმომადგენლები შემდგომში შეისწავლიან და წარმატების ფაქტორებთან და ასევე, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ გამოცდილებას და ცოდნას გაუზიარებენ ერთმანეთს. პანელის დასასრულს, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ გაერო-ში, ევროპარლამენტის ეგიდით გამართულ პანელურ დისკუსიაში საქართველოს პარლამენტის ჩართულობა იქნება ხელშემწყობი ფაქტორი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. პანელურ დისკუსიას გაეროს შშმ პირთა კონვენციის ერთ-ერთი ავტორი და გაერო-ში საქართველოს საკითხებზე სპეციალური მომხსენებელი დოქტორი მარკუს შეფერი უწევდა მოდერაციას. მიმდინარე წლის სექტემბერში იგი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა“, – აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.