რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ თურქეთის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. რატი ბრეგაძემ თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და თურქ ხალხს თანაგრძნობა გამოუცხადა.
თურქი ხალხის მხარდასაჭერად, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მყოფი თურქი ბრალდებულები/მსჯავრდებულები უფასო სატელეფონო სასაუბრო დროით ისარგებლებენ.
დამანგრეველი მიწისძვრა 6 თებერვალს მოხდა. 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთში, ქაჰრამანმარაშის პროვინციაში მდებარეობდა. სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი ათეულობით ათასია, სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამუშაოებში 100 ქართველი მაშველია ჩართული.