რატი ბრეგაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილა
რატი ბრეგაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან ნატო-საქართველოს თანამშრომლობის საკითხები განიხილა

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელ ალექსანდრე ვინიკოვს  იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა.

იუსტიციის მინისტრმა სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციისთვის მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები განიხილა. საუბარი შეეხო ქვეყნის დეოკუპაციის სამართლებრივ მექანიზმებს და სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოების გადაწყვეტილებების მნიშვნელობას ამ პროცესის წარმართვისთვის.

რატი ბრეგაძემ და ალექსანდრე ვინიკოვმა ნატო-ს შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.