რატი ბრეგაძემ და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ და საქართველოში გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელმა, კემლინ ფურლიმ სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები განიხილეს.
რატი ბრეგაძემ კემლინ ფურლის იუსტიციის სამინისტროს შეხვედრების ოთახ „გაგრაში“ უმასპინძლა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გაერო-ს წევრ სახელმწიფოებს შორის საქართველო მოწინავე ქვეყანაა მოქალაქეობის არმქონე პირების შემცირებისა და მოქალაქეობის არმქონეობის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების ეფექტიანობით. საუბარი შეეხო მოქალაქეობის არმქონე/უდოკუმენტო პირთა იდენტიფიცირებისა და დოკუმენტირების საინფორმაციო კამპანიას, რომელსაც იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო UNHCR-თან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის მიზანი ქვეყანაში უდოკუმენტო მოქალაქეების არსებობის აღმოფხვრაა. ამ მიმართულებით UNHCR-სა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაც გაფორმდა.
მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივებიც განიხილეს.
ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.