რატი ბრეგაძე - ყველა მოძალადე დაისჯება
რატი ბრეგაძე - ყველა მოძალადე დაისჯება

ხელისუფლებაში არის შეუვალი პოზიცია, რომ მოძალადე, რომელმაც ფიზიკურად იძალადა ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, დაკავებული იქნება აბსოლუტურად ყველა მოძალადე და დადგინდება მათი პერსონალური ბრალი, თუმცა ამავდროულად, პატივი უნდა ვცეთ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და კონსტიტუციას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო დაადგენს თითოეული დამნაშავის პასუხისმგებლობას და მოძალადე, რომელმაც იძალადა მათ შორის თქვენზე, ჟურნალისტებზე, აუცილებლად დაისჯება“, – განუცხადა ჟურნალისტებს რატი ბრეგაძემ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი დღეს, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.