რატი ბრეგაძე - ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იქ, სადაც გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ გუნდი და სადაც მეტად ვიქნები საჭირო
რატი ბრეგაძე - ყოველთვის ვიყავი და ვიქნები იქ, სადაც გადაწყვეტს „ქართული ოცნების“ გუნდი და სადაც მეტად ვიქნები საჭირო

ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც გადაწყვეტს გუნდი და სადაც მეტად ვიქნები საჭირო, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ბრეგაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში.

„არ ვიცი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტი. მე ვარ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და, შესაბამისად, ყოველთვის ვიყავი, ვარ და ვიქნები იქ, სადაც გადაწყვეტს გუნდი და სადაც უფრო მეტად ვიქნები საჭირო“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.