რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს, ენგურის ხიდზე გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია
რატი ბრეგაძე - წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს, ენგურის ხიდზე გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია

ჩემი ოცნებაა დამშვიდებული, ძლიერი და ერთიანი საქართველო, რომელიც მშვიდობით, ღირსებით და კეთილდღეობით გახდება ევროკავშირის წევრი, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, წინ ბრძოლაა, რომელშიც გონიერება გაიმარჯვებს.

„დადგება დღე, როდესაც აფხაზეთის სანაპიროზე ღიმილით მოსეირნე ჩვენს მომავალ თაობას არ ემახსოვრება, თუ როგორი სევდით, ნატვრითა და მომავლის იმედით გავცქეროდით აფხაზეთს. ენგურის ხიდზე ჩვენ გადავალთ მშვიდობით, ჩვენ ეს შეგვიძლია!

გაუმარჯოს საქართველოს!“ – წერს რატი ბრეგაძე.