რატი ბრეგაძე - ვულოცავ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-სა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება
რატი ბრეგაძე - ვულოცავ სტრატეგიულ პარტნიორს, აშშ-სა და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„ვულოცავ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! ეს დღე ძვირფასია ყველასთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია თავისუფლება, დამოუკიდებლობა, დემოკრატიის პრინციპები.

საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უმაღლეს ნიშნულზეა. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს იმ სამაგალითო თანამშრომლობისთვის და მხარდაჭერისთვის, რომელიც საქართველოს აშშ -სგან აქვს. საქართველოსა და ამერიკას საერთო ღირებულებები აერთიანებს.

ამერიკის მთავრობის მხარდაჭერა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ფასდაუდებელია. ჩვენ ვაფასებთ აშშ-ს ურყევ წვლილს, რომელიც მას  საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში მიუძღვის. ვუსურვებ ამერიკელ ხალხს წარმატებას, მშვიდობას და სტაბილურობას!“, – ნათქვამია იუსტიციის მინისტრის მილოცვაში.