რატი ბრეგაძე - ვისურვებდი, საქართველოში იყვნენ ძლიერი ოპოზიციური პარტიები, არ არის საინტერესო ოპონირება მათთან, ვისი აქტივობაც მცირე ზომის აქციებით და დიდი რუპორებით შემოიფარგლება
ვისურვებდი, საქართველოში იყვნენ ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ნამდვილად არ არის საინტერესო ოპონირება ისეთ ხალხთან, ვისაც ვერც არგუმენტი მოჰყავს, დასაბუთებებშიც უჭირთ, მათი პოლიტიკური აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ზომის აქციებით და დიდი რუპორებით, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, წარსული გამოცდილება აჩვენებს, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არცთუ ისე წარმატებული იყო და რთულია პროგნოზის გაკეთება, ამ შემთხვევაში რა იქნება.
„მათი გადასაწყვეტია, რა ფორმით მოახდენენ კონსოლიდირებას, თუმცა, როგორც მოგეხსენებათ, საარჩევნო ბლოკები აღარ იქნება და თუ გადაწყვეტენ, რომ ერთი პარტია ჩამოაყალიბონ და ერთი პარტიის სიით იყარონ არჩევნევში კენჭი, კი ბატონო. რაც შეეხება წარსულ გამოცდილებას, როგორც ვნახეთ, ოპოზიციურ პარტიებს შორის თანამშრომლობა არცთუ ისე წარმატებული იყო მთელ რიგ შემთხვევებში და ამ შემთხვევაში რა იქნება, ამაზე პროგნოზის გაკეთება რთული იქნება. ნამდვილად ვისურვებდი, რომ საქართველოში იყოს ძლიერი პოლიტიკური პარტიები. ეს ჩვენთვისაც უფრო საინტერესო იქნება, რადგან ნამდვილად არ არის საინტერესო ოპონირება ისეთ ხალხთან, ვისაც ვერც არგუმენტი მოჰყავს, დასაბუთებებშიც უჭირთ და მათი პოლიტიკური აქტივობა შემოიფარგლება მხოლოდ მცირე ზომის აქციებით, დიდი რუპორებით. ვისურვებდი, იყოს ძლიერი ოპოზიციური პარტიები და მათთან საინტერესო კამათი გვქონდეს“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.