რატი ბრეგაძე - მალე საზოგადოება იხილავს პლატფორმას, სტუდია „იუსტიციას“, რომელიც იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სტუდია „იუსტიციის“ პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.
როგორც რატი ბრეგაძემ განმარტა, ეს იქნება ინტერნეტტელევიზია სამართლებრივი საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.
„კიდევ ერთი პროექტი, მინდა, დავაანონსო – ეს არის სტუდია „იუსტიცია“ – უნიკალური პლატფორმა საზოგადოებასთან კომუნიკაციის. სულ ცოტა ხანში საზოგადოება იხილავს ამ სტუდიას. ეს იქნება, ფაქტობრივად, ინტერნეტტელევიზია, რომელიც განკუთვნილი იქნება იურისტებისა და ყველა იმ პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია სამართლებრივი საკითხებით“, – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა.
სტუდია „იუსტიციის“ მიზანი სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება და იურიდიული ხასიათის თემებზე დისკუსიის ხელშეწყობაა.