რატი ბრეგაძე - საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე, როდესაც რამე რისკი არსებობს, ეს სამსახური ახდენს რეაგირებასა და პრევენციას
რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლის საკითხზე დასმული კითხვის პასუხად იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ნებისმიერი რისკის არსებობის შემთხვევაში, საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ახდენს რეაგირებას და ატარებს პრევენციულ ღონისძიებებს.
„საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მუშაობს ძალიან კარგად, მას ჰყავს ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი, რომელსაც პირადად ვცემ ძალიან დიდ პატივს. ეს სამსახური ნამდვილად არის მოწოდების სიმაღლეზე და დარწმუნებული ვარ, როდესაც რაიმე სახის რისკი არსებობს, საიდანაც უნდა მოდიოდეს ის, სამსახური ახდენს შესაბამის რეაგირებასა და პრევენციას. ეს ნამდვილად შემიძლია, დაგიდასტუროთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.