რატი ბრეგაძე - საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა არის ბევრად მაღალი, ვიდრე მოლდოვაში, საქართველოს ნამდვილად აქვს ლიდერის როლი
რატი ბრეგაძე - საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა არის ბევრად მაღალი, ვიდრე მოლდოვაში, საქართველოს ნამდვილად აქვს ლიდერის როლი

მოვერიდები სხვა სახელმწიფოში მიმდინარე არჩევნებზე კომენტარის გაკეთებას და ვიტყვი ერთს, რომ მოლდოველი ხალხის გადასაწყვეტია, ვინ იქნება მათი ლიდერი და რა კურსით წავლენ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

ბრეგაძის თქმით, საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა უპრეცედენტოდ მაღალია.

„საქართველოში ევროინტეგრაციის მხარდაჭერა არის უპრეცედენტოდ ბევრად მაღალი, ვიდრე მოლდოვაში. რეფორმებითაც, მგონი, ეს საიდუმლო არ არის, მხოლოდ და მხოლოდ უტყუარი და ჭეშმარიტი ფაქტებია, რომ საქართველო ყველა იმ სახელმწიფოს შორის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი, ვგულისხმობ მოლდოვას, უკრაინასა და საქართველოს, აქვს ნამდვილად ბევრად მაღალი პოზიციები. საქართველოს ნამდვილად აქვს ლიდერის როლი და ყველა ამ სახელმწიფოსთან ერთად საქართველო არის ერთ-ერთი მოწინავე, რომელიც იმსახურებს ევროკავშირის წევრობას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმზე ბიულეტენების 99.41%-ის დათვლის შემდეგ 50.39% ევროინტეგრაციის მომხრეა, ხოლო 49.61% – წინააღმდეგი.