რატი ბრეგაძე - სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას ვაგრძელებთ
ჩვენ ვაგრძელებთ სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდას, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.
„გვსურს, სანოტარო მომსახურება რაც შეიძლება მეტად განვითარდეს. სწორედ ამისთვის, ასევე, ვაფუძნებთ კვლევით ცენტრს, რომელიც დაკავებული იქნება იმ აქტუალური საკითხების კვლევით, რომლებიც შეეხება სანოტარო მომსახურებას და, ზოგადად, ნოტარიატის ადგილს სახელმწიფოს სისტემაში“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
2023 წელს სანოტარო მომსახურების უფრო მეტად ხელმისაწვდომობისთვის ბიუროები დამატებით ქარელსა და ბათუმში გაიხსნა, რიგ ქალაქებში კი სანოტარო მომსახურებას ერთდროულად რამდენიმე ნოტარიუსი ახორციელებს.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.