რატი ბრეგაძე - სალომე ზურაბიშვილის პროგნოზი ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება ამის მთავარი გარანტი
ვფიქრობ, პრეზიდენტი, რომელიც პოლიტიკურად ნეიტრალური უნდა იყოს, არ უნდა აკეთებდეს მსგავსი ტიპის განცხადებებს, მას აქვს წარმომადგნლობითი ფუნქციები. გადაწყვეტილი თუ აქვს, რომ აქტიურად გახდეს პოლიტიკური პროცესების მონაწილე, ვფიქრობ, ამისთვის არსებობს სხვა ფორმატები, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
ბრეგაძის თქმით, არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის პროგნოზი ვერ გამართლდება.
„საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, მისდამი მინიჭებული ფუნქციები და მსგავსი ტიპის პოლიტიკური განცხადებები ერთმანეთთან მთლად ბოლომდე შესაბამისობაში არ არის. მისი პროგნოზი ვერ გამართლდება და ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს იქნება ამის მთავარი გარანტი. შესაძლებელია, 25 პროცენტსაც ვერ ასცდეს, ჯამში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მთელი თავისი განშტოებებით, როგორებიც არიან ხაზარაძე და სხვა პოლიტიკური პარტიები. ის, რომ „ქართული ოცნება“ აიღებს 25 პროცენტს, ამის დაახლოებით ისეთივე ალბათობაა, როგორც იმის, რომ ზუსტად ერთ წამში აღმოვჩნდეთ მთვარეზე“, – განაცხადა ბრეგაძემ.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ „მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ და, გამოკითხვების მიხედვით, 25 პროცენტზე მეტს ვერ იღებენ“.