რატი ბრეგაძე - საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და ვინმე თუ დაარღვევს, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა
ზოგადად, საარჩევნო კანონმდებლობით გაწერილია საარჩევნო კამპანიის წესები და თუკი ვინმე დაარღვევს, რა თქმა უნდა, მას დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტებმა ბრეგაძეს ჰკითხეს, რამდენად სწორია, ენჯეოსექტორის წინასაარჩევნო პროცესში ჩართვა.
„მაგალითად, ჩვენ იუსტიციის სამინისტროში გვაქვს სპეციალური კომისია, რომელსაც ჰქვია „სამართლიანი და თავისუფალი არჩევნებისთვის“ და ჩვენი მანდატი ვრცელდება იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა ვაკონტროლოთ საჯარო მოხელეები, რათა არ მოხდეს მათი მხრიდან რაიმე დარღვევა საარჩევნო კანონმდებლობის შესახებ. დარღვევის შემთხვევაში უნდა მოვახდინოთ შესაბამისი რეაგირება, ეს არის ჩვენი მანდატი. ხოლო თუკი ნებისმიერი სხვა ადამიანი დაარღვევს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობას, რა თქმა უნდა, მას უნდა დაეკისროს შესაბამისი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.