რატი ბრეგაძე - სააკაშვილს უნდოდა მაცივარი და არ ჰქონდა ბარათზე თანხა, ციხის ადმინისტრაციამ მაცივარი შეუტანა
რატი ბრეგაძე - სააკაშვილს უნდოდა მაცივარი და არ ჰქონდა ბარათზე თანხა, ციხის ადმინისტრაციამ მაცივარი შეუტანა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ყველა უფლება ციხეში დაცულია.

როგორც მინისტრმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, სააკაშვილს ანგარიშზე არ ჰქონდა საკმარისი თანხა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მაცივრით უზრუნველყო.

„საზოგადოებამ უნდა იცოდეს სრული სიმართლე. იყო გარკვეული აპელირება, თითქოსდა არ ჰქონდა ლეიბი, რაც არის მტკნარი სიცრუე, შესახლებისთანავე ჰქონდა. ასევე, გაიგოს საზოგადოებამ, რომ როდესაც მას უნდოდა მაცივარი და აღარ ჰქონდა ბარათზე შესაბამისი თანხა, ციხის ადმინისტრაციამ ეს მაცივარიც შეუტანა და აბსოლუტურად ყველა მისი უფლება არის დაცული. 100-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავდა, მათ შორის, უკრაინის მოქალაქეები, „რადას“ წევრები და ეს კაცი წარმოადგენს ამ ქვეყნის მოქალაქეს და ჩვენ ხელი შევუწყვეთ, კეთილი ნების საფუძველზე, მათ შორის, უკრაინის „რადის“ წარმომადგენლებს, რომ მოენახულებინათ,” – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.