რატი ბრეგაძე - „ქართული ოცნების“ ხელისუფლება დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებულია ევროინტეგრაციის მიმართულებით, ამის თქმა არ მომერიდება, რადგან ფაქტებით ვსაუბრობთ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული ევროინტეგრაციის მიმართულებით. ამის თქმა არ მომერიდება, რადგან ფაქტებით ვსაუბრობთ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველა რეკომენდაცია დროულად იქნება შესრულებული.
„რაიმე ხელშესახები პროგრესი თუ იქნა მიღწეული, ეს იყო „ქართული ოცნების“ პერიოდში. გაგვიხარდება კანდიდატის სტატუსის მიღება და შემდგომ ევროკავშირის წევრობა ქართველ ხალხთან ერთად. საკითხი როცა ეხება ევროინტეგრაციას, მგონი, ყველანი ხედავთ, რომ საქართველო ნებისმიერ საკითხზე მოკლე პერიოდში ჭრის დიდ პრობლემებს. გამომდინარე ტემპებიდან, რაც ყველა უწყებას აქვს – საგარეოს, ჩვენს უწყებას, შსს-ს, ბევრ სხვადასხვა უწყებას და, რა თქმა უნდა, პარლამენტს. მჯერა, საჭირო ვადაში იქნება შესრულებული ყველა პუნქტი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.