რატი ბრეგაძე - პრეზიდენტს შეუძლია, გაემგზავროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კერძო ვიზიტით, წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება თუ უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა აიღოს მთავრობის ნებართვა
რატი ბრეგაძე - პრეზიდენტს შეუძლია, გაემგზავროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კერძო ვიზიტით, წარმომადგენლობითი ფუნქციების შესრულება თუ უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა აიღოს მთავრობის ნებართვა

საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია, გაემგზავროს მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას კერძო ვიზიტით. მას თუ უნდა, შეასრულოს წარმომადგენლობითი ფუნქციები, ამ შემთხვევაში უნდა აიღოს საქართველოს მთავრობის ნებართვა, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

რატი ბრეგაძის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ მსგავსი ტიპის ვიზიტის განხორციელება, რომელიც არ იქნება შეთანხმებული საქართველოს მთავრობასთან, არის კონსტიტუციის დარღვევა.

ამასთან, იუსტიციის მინისტრის განცხადებით, „გაწერილია პროცედურა, რა ხდება პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შემთხვევაში“.