რატი ბრეგაძე - პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან 
რატი ბრეგაძე - პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან 

პრემიერ-მინისტრის დღევანდელი ვრცელი ანგარიში იყო ღირსეული, კვალიფიციური და ადამიანური ბუნების მქონე ლიდერის დიალოგი საზოგადოებასთან იმ საქმიანობის შესახებ, რომელიც მთავრობამ მის კომპეტენციაში შემავალი ყველა მიმართულებით გასწია, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრეგაძე ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდის.

„ირაკლი ღარიბაშვილმა არაერთი მადლობა გადაუხადა ქვეყნის სამსახურში მყოფ საჯარო მოხელეებს, რომელთა ერთობით და პროფესიონალიზმით საქართველომ ხელშესახებ შედეგებს მიაღწია 2012 წლიდან. ვისარგებლებ შემთხვევით და იუსტიციის სამინისტროს სახელით მადლობას ვუხდი მთავრობის მეთაურს ძლიერი მხარდაჭერის, მუდმივი მოტივაციისა და ღირსეული ლიდერობისთვის“, – წერს ბრეგაძე.