რატი ბრეგაძე - პრემიერ-მინისტრის 100 დღე არის წარმატების 100 დღე
რატი ბრეგაძე - პრემიერ-მინისტრის 100 დღე არის წარმატების 100 დღე

პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გააცნო ათწლიანი განვითარების გეგმის პირვანდელი ვერსია, ეს არის დოკუმენტი, რომელმაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს ქვეყნის განვითარების ირგვლივ, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში პრემიერ-მინისტრის მოსმენის შემდეგ განაცხადა.

„პრემიერ-მინისტრის 100 დღე, ეს არის წარმატების 100 დღე. დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში წარმოადგინა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში. ასევე, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტს გააცნო ათწლიანი განვითარების გეგმის პირვანდელი ვერსია და ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ ბატონმა პრემიერმა პარლამენტს შესთავაზა, აქტიური მონაწილეობა მიიღოს ათწლიანი გეგმის შემუშავებაში. ეს არის ის დოკუმენტი, რომელმაც ყველა უნდა გაგვაერთიანოს ქვეყნის განვითარების ირგვლივ“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.