რატი ბრეგაძე - პოლიტიკურ ორიენტაციაარეულ, ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო, დამნაშავეები პასუხს აგებენ
„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა, – ამის შესახებ საქართველოს იუტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.
„„პოლიტიკოსის“ მიერ იარაღის შესაძლო გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი მუქარა უდიდესი მავნებლობაა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ!
„ერთიანი ბოლშევიკური მოძრაობა“ რომ პოლიტიკური ჯართის დაჟანგებული საწყობია, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 21-ე საუკუნის პავლიკ მოროზოვებმა.
პოლიტიკურ ორიენტაციაარეულ, ოროსან დეპუტატებს უნდა ახსოვდეთ, რომ საქართველოში აღარასოდეს დაბრუნდება სამოქალაქო დაპირისპირების დრო და დამნაშავეები კანონის წინაშე აგებენ პასუხს!“ – წერს რატი ბრეგაძე.