რატი ბრეგაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა არაჩვეულებრივია, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ყველა თანამშრომელს ვუსურვებ წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე
რატი ბრეგაძე - საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა არაჩვეულებრივია, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, ყველა თანამშრომელს ვუსურვებ წინსვლას პროფესიულ ასპარეზზე

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა მართლაც არაჩვეულებრივია, დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე პირველი არხის ახალი შენობის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბრეგაძემ პირველი არხის ყველა თანამშრომელს ახალი შენობის გახსნა მიულოცა და წინსვლა უსურვა.

„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად დიდი შთაბეჭდილების ქვეშ ვარ. ეს მართლაც არაჩვეულებრივი შენობაა თავისი არქიტექტურით, ასევე იმ აპარატურით, რომელიც აქ არის განთავსებული. აღინიშნა კიდეც, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ტელევიზიას. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და პირველი არხის ყველა თანამშრომელს მივულოცო, დიდი წინსვლა ვუსურვო პროფესიულ ასპარეზზე“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

საქართველოს პირველ არხს ახალი შენობა აქვს, რომელიც პოლიტკოვსკაიას 31 ნომერში მდებარეობს. მშენებლობის პროცესი დასრულდა და საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა საზეიმო ვითარებაში დღეს ოფიციალურად გაიხსნა.