რატი ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსი შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით
რატი ბრეგაძე - პენიტენციური კოდექსი შემუშავდა სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით

იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას პენიტენციური კოდექსის შესახებ ისაუბრა.

„კოდექსი შემუშავებული იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით და მის შემუშავებაში ჩართული იყო სახალხო დამცველის ინსტიტუტი. არავინ ელოდა, რომ ამ ტიპის კოდექსის შემუშავება ასეთ მოკლე დროში იქნებოდა შესაძლებელი, სულ რაღაც ოთხ თვეში ჩვენ დავასრულეთ მასზე მუშაობა და 90%-ზე მეტი რეკომენდაციებისა ავსახეთ“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

კოდექსის მიღების შემდეგ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება; ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო; ყველა მსჯავრდებულს ექნება უმაღლესი განათლების მიღების უფლება; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები; პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს; პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე; მოსამსახურეები, თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.

რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.