რატი ბრეგაძე - პენიტენციურ სისტემაში მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა ულტრათანამედროვე მიდგომაა
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას რუსთავში ახალი დაწესებულების მშენებლობის მიმდინარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პენიტენციურ სისტემაში მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომაა.
„რუსთავში დავიწყეთ ახალი, მცირე ზომის დაწესებულების მშენებლობა, რომელიც გათვლილია 150 პატიმარზე. მოგეხსენებათ, მცირე ზომის დაწესებულებები, ვინც ამ სისტემას იცნობთ, იცით, რომ მცირე ზომის დაწესებულება არის სასჯელაღსრულების სისტემაში ბოლო, ულტრათანამედროვე მიდგომები, რადგან აქ უფრო მაღალ დონეზეა შესაძლებელი ადამიანის უფლებების დაცვა, ასევე, მისი მართვა არის ბევრად უფრო ეფექტიანი“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.