რატი ბრეგაძე - ნინო ლომჯარიას დასკვნაში არის ფაქტობრივი შეცდომა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის
რატი ბრეგაძე - ნინო ლომჯარიას დასკვნაში არის ფაქტობრივი შეცდომა, მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი არის

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ სახალხო დამცველის დასკვნაში ფაქტობრივი შეცდომაა, რადგან მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის.

„რაც შეეხება ქალბატონ ნინო ლომჯარიას დასკვნას, მასში სხვა ფაქტობრივი შეცდომაც იყო – ექიმი-რეანიმატოლოგი ამ ეტაპზე არის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

მანვე აღნიშნა, რომ სახალხო დამცველი პირადად მისი ინიციატივით იქნა მოწვეული სამუშაო ჯგუფში. რატი ბრეგაძემ ჯგუფის თითოეულ წევრს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან აქტიური თანამშრომლობა ქალბატონ ნინო ლომჯარიასთან. იგი პირადად ჩემი ინიციატივით იქნა მოწვეული ამ სამუშაო ჯგუფში და მინდა, მადლობა მოვახსენო ამ ჯგუფის ყველა წევრს, ვინც აქტიურად არის ჩართული პატიმარ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობის საკითხებში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ.