რატი ბრეგაძე - მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საკითხებზე თბილისში გამართულ კონფერენციაზე მიღებული დეკლარაცია წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელოს ევროპაში
იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას ციხეებისა და სასჯელაღსრულების სისტემის ევროპულ ორგანიზაციასთან (EuroPris) გაფორმებულ მემორანდუმზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც თბილისში მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის საკითხებზე. მასში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ.
„ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველომ ასეთი მაღალი დონის კონფერენციას უმასპინძლა; მიღებულ იქნა „თბილისის დეკლარაცია“, რომელიც წარმოადგენს 12-პუნქტიან სახელმძღვანელო დოკუმენტს მთელი ევროპის მასშტაბით მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის პროცესის მართვაში“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
რატი ბრეგაძის გამოსვლის ტექსტს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.