რატი ბრეგაძე - მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის ამოსავალი პრინციპი
რატი ბრეგაძე - მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის ამოსავალი პრინციპი

მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის ამოსავალი პრინციპი, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც რატი ბრეგაძემ განაცხადა, სასჯელისგან გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო.

„მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში, ეს არის რა თქმა უნდა, ამოსავალი პრინციპი. ადამიანი საზღვარგარეთ სამკურნალოდ რომ გავიდეს, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი, შესაბამისად, მსჯავრდებული პატიმარი რომ არ იყოს პიროვნება, მისი სასჯელი უნდა იყოს გადავადებული ან გათავისუფლებული უნდა იყოს სასჯელისგან. რაც შეეხება სასჯელისგან გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას, ამას იღებს სასამართლო და არა იუსტიციის სამინისტრო. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ყველა ჩვენს გადაწყვეტილებებს აქვს მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაცია. თქვენ იცით, რომ მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოსთანაც იყო ურთიერთობა და იუსტიციის სამინისტროს ყველა მოქმედება ნებისმიერი ინსტანციიდან შეფასებული იყო როგორც სამართლებრივად კორექტული, ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებთ მხოლოდ და მხოლოდ სამართლებრივი არგუმენტაციით“, – განაცხადა ბრეგაძემ.